Aug 5, 2007

First tournament I won :-)

ლადო ჩიხლაძემ ~თბილისის მერიის თასი~ მოიგო
თბილისი 5 აგვისტო. ~ინტერპრესნიუსი~ - 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ლადო ჩიხლაძემ იან ჰომერის სახელობის კორტებზე დასრულებული ~თბილისის მერიის თასი~ მოიგო. ფინალში მან ჩეხი დანიელ ლუსტიგი ანგარიშით 6-3 6-3 დაამარცხა.
ტურნირის თასი და საპრიზო 2000 აშშ დოლარი ჩიხლაძეს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი მელაძემ და კომპანია ~ქართული ჩოგბურთის~ პრეზიდენტმა დავით ლანჩავამ გადასცეს. ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი 15 ათას დოლარს შეადგენდა.
ჩიხლაძისთვის აღნიშნული გამარჯვება ზედიზედ მეორეა. გასულ კვირას მან ~კოკა-კოლას თასი~ მოიგო. ორი გამარჯვების შემდეგ, ჩიხლაძე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თავის პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგში. ამჟამად იგი 537-ე ადგილზე იმყოფება.
~ქართული ჩოგბურთის~ პრეზიდენტმა დავით ლანჩავამ ~ინტერპრესნიუსთან~ საუბარში განაცხადა, რომ თბილისის ტურნირზე მყოფმა საერთაშორისო მსაჯებმა თელავში მშენებარე კორტები დაათვალიერეს და ქართულ მხარეს დართეს ნება შემოდგომაზე თელავში ქალთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი იქნება.

No comments: