Apr 9, 2009

2029 წლის 9 აპრილი

თბილისი, 2029 წლის 9 აპრილი. რუსთაველის გამზირზე დღეს 150 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერის, გაგა გაჩეჩილაძის განცხადებით, სააკაშვილების დრო საქართველოში დასრულდა და ხალხმა უნდა აირჩიოს ღირსეული ხელისუფლება. „იმის შემდეგ, რაც ედუარდ სააკაშვილმა დაკარგა მარნეული, დაკარგა ქედა, დაკარგა რიკოთის გვირაბი, მას აღარ აქვს მორალური უფლება, იყოს საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. ოპოზიციის აქციას ეხმაურება ხელისუფლებაც. პრემიერ-მინისტრის კახაბერ კალაძის განცხადებით, ოპოზიციის პროტესტმა, შესაძლოა, საქართველოს ხელი შეუშალოს 2029 წლის შემოდგომაზე ნატოს სამიტზე მაპ-ის მიღებაში.
პოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში დატოვა მისმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდინიომ. ამის მიზეზი აზიის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში გუნდის წარუმატებელი თამაში გახდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები ფიფა-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში 221-ე ადგილზეა.

No comments: