Apr 25, 2009

თეგი

ვინდოუსის გადაყენებამ, სიმღერების შესაბამის ფოლდერებში განაწილების პროცესმა მიმაღებინა გადაწყვეტილება, რუსული და ქართული სიმღერებისთვის დამებრუნებინა მშობლიური სახელები. last.fm-ზე 2006 წლის 15 მაისიდან (მალე იუბილეა) დაფიქსირებულ 26 709 სიმღერაში, სამწუხაროდ, დაიკარგება ამ სიმღერების მოსმენების ჯამური რაოდენობა, თუმცა ქართულ და რუსულ სიმღერებზე ჩემი library-ს მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის, მათ შორის ყველაზე მეტი - სოფო ხალვაშზე (246 მოსმენა). ყველაზე დიდი პრობლემა კი უკრაინულ "ბუმბოქს"-ს უკავშირდება, რომლის არასწორი თეგით მოსმენათა რაოდენობა 486-ს აღწევს, რაც ყველა შემსრულებელს შორის მეორე შედეგია.

* სურათზე სალომე გასვიანია

No comments: