Apr 16, 2009

ჯასტ :-)


3-დღიანი სააღდგომო არდადაგების მოლოდინში (ხვალ არ იწყება, ზეგ) ველოსიპედით გავისეირნე, თან ორ ადგილას მიმდინარე აქციას მივადევნე თვალი. პირველ არხთან რამდენიმე საკნის გარდა 30-მდე კაცი იყო შეკრებილი, ჩემი პრეზიდენტობის კანდიდატი თინა ხიდაშელი კი სიტყვით გამოდიოდა. პარლამენტის წინ ოდნავ მეტი ხალხი იყო, თუმცა გამოსვლების სტილი სტუდია "სპექტრის" იყო. პარლამენტთან მყოფთაგან რამდენიმე ამჟამინდელი და ყოფილი კოლეგა იყო, ოდნავ მოშორებით კი ფეხით მოსიარულენაცნობი  ველოსიპედისტები ვნახე. ხუთშაბათია და დღეს ყველა ბანაობს :-) მეც არ ვარ გამონაკლისი. და კიდე ორი "დაკარგული" მელოდება ბიტ-კომეტში.

No comments: